თურქეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
23/02/2023 17:27:57 მსოფლიო
თურქეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციის დეფნეს რაიონში დაფიქსირდა
ჰათაის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე დაზიანებული შენობა ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


