პოლონეთმა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გამაგრება დაიწყო
23/02/2023 16:40:31 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, პოლონეთმა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გამაგრება დაიწყო.
ამის შესახებ პოლონეთის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სოციალურ ქსელში დაწერა და სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
"დავიწყეთ უსაფრთხოების პრევენციული ზომების გაფართოება რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების მიმდებარედ. ეს ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიაა. პირველი გამაგრებები უკვე მონტაჟდება კალილინგრადის ოლქთან საზღვართან", - წერს ბლაშჩაკი.


