Accentnews.ge
მურმანსკის სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

მურმანსკის სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

23/02/2023 14:25:53 მსოფლიო

მურმანსკში, 23 თებერვლის ღამეს, უცნობები შეეცადნენ ცეცხლი წაეკიდათ სამხედრო კომისარიატის შენობისთვის. ამის შესახებ გამოცემა "სევერპოსტი" საკუთარ ანონიმურ წყაროების დაყრდნობით იუწყება. მოგვიანებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების რეგიონულ სამსახურშიც დაადასტურეს.

უცნობებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ფანჯრიდან შეაგდეს. შედეგად დაიწვა მხოლოდ ფანჯრის ჩარჩო, რომლის ფართობი დაახლოებით ნახევარი კვადრატული მეტრია.

უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის და მასთან დაკავშირებული მობილიზაციის დაწყებიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატების ოფისებისა და ადმინისტრაციების შენობებზე. მინიმუმ ორმოცი მსგავსი ინციდენტის თაობაზე რუსეთის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S