Accentnews.ge
ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს მიაწვდის

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს მიაწვდის

23/02/2023 12:47:13 მსოფლიო

ფინეთმა უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის სამი ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

Leopard-ის ტანკების გადაცემის გარდა, ფინეთი უკრაინელ სამხედროებს მათი ოპერირებისა და ტექმომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მოამზადებს.

"24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას", - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ.

ცნობისათვის: ფინეთის მიერ უკრაინისთვის დღემდე გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება 750 მილიონ ევროს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S