
ბრიტანეთში, რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებმა გზა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს
23/02/2023 12:32:12 მსოფლიო
ბრიტანეთში, ლონდონის ცენტრში, რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებმა გზა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.
„ხვალ არის უკრაინაში პუტინის იმპერიალისტური შეჭრის პირველი წლისთავი", წერს დემონსტრანტების ჯგუფი Led By Donkeys სოციალურ ქსელში.
რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავს ეძღვნებოდა.
ლონდონის პოლიციის ცნობით, გზაზე გადაადგილებისთვის ხელის შეშლისა და გზის დაზიანების გამო ოთხი ადამიანი დააკავეს.