Accentnews.ge
სამთვიანი პაუზის შემდეგ კენიის ხელისუფლებამ საქართველოში 8 ბაობაბის ექსპორტის ნებართვა გასცა

სამთვიანი პაუზის შემდეგ კენიის ხელისუფლებამ საქართველოში 8 ბაობაბის ექსპორტის ნებართვა გასცა

23/02/2023 12:09:41 მსოფლიო

სამთვიანი პაუზის შემდეგ კენიის ხელისუფლებამ საქართველოში 8 ბაობაბის ექსპორტის ნებართვა გასცა,– იუწყება კენიური გამოცემა Nation.

ახალ გადაწყვეტილებაში ხელისუფლება მიუთითებს, რომ ბაობაბი არ არის ქვეყანაში გადაშენების პირას მყოფი ან დაცული ხის სახეობა.

ბაობაბი კენიიდან მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა გაიტანონ. მათი წონა 500 ტონამდეა. დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ხეები დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს გადაეცემა.

2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ლიცენციის მოქმედება შეაჩერა, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა. კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა, მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის ნებართვა ეწინააღმდეგება მთავრობის პროგრამას, კენიაში მომდევნოს 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინიმუმ 2016 წლიდან კენიიდან საქართველოში ბაობაბების ექსპორტს ახორციელებს მილიარდერი ბიზნესმენი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რომ რამდენიმე ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში აღმოჩნდა.

კენიის ტელევიზიის მიერ გასული წლის ნოემბერში მომზადებულ რეპორტაჟში, ქართველმა ინვესტორმა გიორგი გვასალიამ, ვინც კენიაში ბაობაბებს ყიდულობდა, დაადასტურა, რომ ხეების გაგზავნას გეგმავდა „საქართველოს უნიკალურ პარკში“, სადაც „სხვადასვა კონტინენტიდან მრავალი ხეა“ დარგული. გვასალიამ განაცხადა, რომ დაგეგმილია ბაობაბებისთვის კენიაში არსებული მიკროკლიმატის შექმნა.

მანამდე კენიელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაობაბების ექსპორტს შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰოქნდეს ქვეყნის ეკოლოგიაზე, რომელიც გვალვას ებრძვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S