Accentnews.ge
პოლონეთში ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

23/02/2023 10:08:21 საზოგადოება

პოლონეთში პოზნანის პოლიციის შტაბის საგამოძიებო კრიმინალური განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვას ედავებიან, - იუწყება პოლონური მედია.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები მთელ პოლონეთში მოქმედებდნენ და თავს პოლიციელებად ასაღებდნენ.

პოლონური მედიის ცნობით, 2023 წლის 18 იანვარს დააკავეს 24 წლის პოლონელი და 44 წლის ქართველი მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თაღლითური გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ, ამჯერად ტარნოვში, ცდილობდნენ ასაკოვანი მოქალაქის გაძარცვას და 25 000 ზლოტის უკანონოდ დაუფლებას.

მისი ინფორმაციით, პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ასევე მონაწილეობდა მსგავს თაღლითობაში, რომელიც 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა ვაგროვიეცსა და ნოვი ტომისლში. იქ თაღლითურად მოპოვებული მთლიანი თანხის რაოდენობამ 220 000 ზლოტი შეადგინა.

როგორც პოლონულ=რი მედი იუწყება, მანამდე, 2023 წლის 8 თებერვალს გდანსკის პროვინციის პოლიციის შტაბთან თანამშრომლობით კიდევ ორი - 38 და 57 წლის კაცები დააკავეს. ოფიცრებმა ამოიღეს 26,5 ათასი ზლოტის ნაღდი ფული და ოქროს მონეტა, რომელიც მოტყუებულმა მოქალაქეებმა მათ გადასცეს. გაირკვა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ ამ ტიპის სხვა დანაშაულებში გდინიასა და ჩონიცეში, სადაც ზარალმა 237 000 ზლოტი შეადგინა.

ოთხივე მათგანს ბრალი თაღლითობისთვის წაუყენეს, რისთვისაც მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S