შვედეთი ნატო–ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებას განაახლებს
23/02/2023 10:02:42 მსოფლიო
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო–ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებას მარტის თვეში განაახლებს.
მანამდე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა.
ნატოში გაერთიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. ანკარა განსაკუთრებით, შვედეთისგან მოითხოვს ექსტრემისტული გაერთიანებების, როგორიცაა "ქურთისტანის აკრძალული მუშათა პარტია", წევრებისადმი მკაცრ მიდგომას და მისი წევრების თურქეთისთვის გადაცემას.
შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რასაც დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ.


