
TI: რუსული კანონი შემაშფოთებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას
23/02/2023 08:19:06 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო" ( TI) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას "ხალხის ძალის" კანონპროექტის დამტკიცებაზე.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, "ის სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ისედაც შემცირებულ სივრცეზე, ასევე ძირს უთხრის მომავალ პროგრესს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ".
განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია და ის საერთაშორისო გაერთიანების მიერ მკაცრად არის დაგმობილი.
TI ასევე აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს.
"წინადადება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, "უცხოურ აგენტებად" გამოცხადდნენ, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს უდიდესი აქტივია. შემოთავაზებულ კანონპროექტი გამჭვირვალობას კი არ შეეხება, არამედ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის სტატუსის მინიჭებას და დემონიზებას. მიღების შემთხვევაში, ის გზიდან გადაიყვანს სფეროების ფართო სპექტრის პროგრესს მომავალში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლასაც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.