
უოლესი – პუტინის შესახებ: "ვფიქრობ, იგი გაჩერებას არ აპირებს"
23/02/2023 07:55:13 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "გაჩერებას არ აპირებს".
"მიმაჩნია, რომ რუსეთმა სრული უგულებელყოფა გამოავლინა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 12 თვე გავიდა და სულ მცირე, 188 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა პრეზიდენტ პუტინის კატასტროფული, არასწორი გათვლებისა და აგრესიის შედეგად. როდესაც ვინმე გადაკვეთს ზღვარს და თვლის, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარი ხალხისთვის, ამუშავებს ერთგვარ ხორცსაკეპ მანქანას საკუთარი ჯარისთვის, ვფიქრობ, რომ იგი არ აპირებს გაჩერებას", – განაცხადა უოლესმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა და აღნიშნა გაერთიანებული სამეფო კიევისთვის, მათ შორის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებს.