Accentnews.ge
პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად „ბირთვული ტრიადის“ განმტკიცება დაასახელა

პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად „ბირთვული ტრიადის“ განმტკიცება დაასახელა

23/02/2023 06:32:38 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად „ბირთვული ტრიადის“, ანუ ბირთვული იარაღით აღჭურვილი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სტრატეგიული შეიარაღებული ძალების შემდგომი განმტკიცება დაასახელა.

„წელს, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანთ „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველ გამშვებებს ახალი მძიმე რაკეტით. გავაგრძელებთ „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სისტემების სრულ წარმოებას და დავიწყებთ „ცირკონის“ საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ განლაგებას“, - აღნიშნავს პუტინი 23 თებერვალს „სამშობლოს დამცველთა დღისადმი“ მიძღვნილ მიმართვაში.

მისი თქმით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი საზღვაო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში 100 პროცენტს მიაღწევს.

21 თებერვალს ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების მოქმედებას, თავდაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა. 22 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ კანონპროექტი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ ერთხმად დაამტკიცეს.

პუტინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული მარცხი სურს და ამასთან, "მიძვრებიან" რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე. როგორც პუტინმა თქვა, რუსეთი ხელშეკრულებას არ ტოვებს, მის მოქმედებას აჩერებს და ბირთვულ იარაღსაც იმ შემთხვევაში გამოცდის, თუ ამას აშშ გააკეთებს.

აშშ-რუსეთის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა (СНВ-3), 2010 წელს გაფორმდა და ძალაში 2011 წელს შევიდა. ამერიკელების მიერ New START-ად წოდებული ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები. 2021 წელს ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით გაგრძელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S