ბენ უოლესი: "ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად და მარაგების შესავსებად იარაღის წარმოებას გაზრდის"
23/02/2023 06:16:34 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთმა დაიწყო თავისი საწარმოო ხაზების გააქტიურება, რათა შეცვალოს უკრაინაში გაგზავნილი იარაღი და გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება და დაეხმაროს კიევს რუსული ძალების უკან დახევაში.
კითხვაზე, აქვს თუ არა ბრიტანეთს კომერციული შესაძლებლობები, რომ განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, უოლესმა შემდეგი განაცხადა:
„გავაფორმეთ კონტრაქტები. დავიწყეთ ამ მიწოდების მიღება ჩვენი საკუთარი მარაგისთვის და ასევე გარკვეული ნაწილის - უკრაინისთვის“.


