Accentnews.ge
ჯო ბაიდენი: "აშშ NATO-ს თითოეულ გოჯს დაიცავს"

ჯო ბაიდენი: "აშშ NATO-ს თითოეულ გოჯს დაიცავს"

22/02/2023 17:59:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მეთაურებს (“ბუქარესტის ცხრიანი”) ვარშავაში შეხვდა და ნატო–ს დაცვის პირობა დადო.

“ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფებით და სხვებზე უკეთ იცით ამ კონფლიქტში რა არის სასწორზე. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიების თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი “წმინდა ვალდებულებაა, რომელიც აშშ-მა აიღო” და ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად ვაშინგტონის მზაობა გამოხატა.

მისი თქმით, "აბსოლუტურად ნათელია", რომ აშშ დაიცავს „ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S