Accentnews.ge
საქართველოში კიდევ ერთი „უცხო ქვეყნის აგენტი“ არ შემოუშვეს

საქართველოში კიდევ ერთი „უცხო ქვეყნის აგენტი“ არ შემოუშვეს

22/02/2023 14:34:36 საზოგადოება

საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ადვოკატი მაქსიმ ოლენიჩევი.

როგორც გამოცემა Paper Kartuli წერს, ის თბილისში ბერლინიდან სტამბოლის გავლით მიფრინავდა.

მაქსიმ ოლენიჩევის თქმით, აეროპორტში სასაზვრო სამსახურის თანამშრომელმა პასპორტი გამოართვა, ფოტო გადაუღო და ვიღაცას ვოთსაპის აპლიკაციით გაუგზავნა. ნახევარი საათის შემდეგ სხვა თანამშრომელმა ოლენიჩევს აცნობდა, რომ შესვლაზე უარი მიიღო. თუმცა, შესაბამისი დოკუმენტი არ წარუდგენია.

„ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავედი, რათა რუსეთში ადამიანებს უსაფრთხო სივრციდან დავხმარებოდი. საქართველოში ჩავედი, ის ჩემს მეორე სახლად იქცა. მაგრამ ერთი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სახლში, საქართველოში არ შემიშვა ისე როგორც ზოგი სხვა „უცხოეთის აგენტი", მიზეზი არ განუმარტავთ. ახლა იძულებული ვარ ცხოვრება ახალ ადგილას ავაგო. ეს უსამართლოა. არ დამირღვევია ქართული კანონები, ვიზიდავ ფულს საქართველოში და ვიხდი გადასახადებს“,- დაწერა მან.

მაქსიმ ოლენიჩევის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში არ შეუშვეს მისი სამი კოლეგა, მათ შორის ელენა სკვორცოვა და იგორ დორფმანი.

მაქსიმ ოლენიჩევი მრავალი წლის განმავლობაში უფლებადამცველ ორგანიზაციასთან „Команда 29“-სთან თანამშრომლობდა. მისი იურისტები ნავალნის „კორუფციასთან ბროძოლის ფონდის“ თანამშრომლებს და ჟურნალისტის ივან საფრონოვის ინტერესებს იცავდნენ. 2021 წელს ოლენიჩევი რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტთა" სიაში შეიყვანეს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში არ უშვებენ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S