Accentnews.ge
ISW-მა განმარტა, რატომ გამოაცხადა პუტინმა ბირთვულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება

ISW-მა განმარტა, რატომ გამოაცხადა პუტინმა ბირთვულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება

22/02/2023 14:14:55 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ შეაჩერა რუსეთის მონაწილეობა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში (START) შესაძლოა, ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს ფედერალურ ასამბლეაში "მისი გამოსვლის დანარჩენი შაბლონური შინაარსისგან",– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW).

”პუტინის განცხადებამ რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში (START) უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე სიტყვის დანარჩენი ნაწილის შედარებით შაბლონურმა შინაარსმა… შესაძლოა, პუტინმა ეს განცხადება გააკეთა იმისათვის, რომ ბირთვული რიტორიკა დაენერგა მედია სივრცეში, რითაც გადაიტანა მის გამოსვლაში ყურადღება ზოგადი შინაარსის ნაკლებობისგან. ISW ადრე იუწყებოდა რუსეთის მიერ ბირთვული რიტორიკის გამოყენების შესახებ, როგორც საინფორმაციო ოპერაცის უკრაინისა და დასავლეთის დემორალიზებისა და ბრძოლის ველზე რუსეთის წარუმატებლობის კომპენსაციის მიზნით. თუმცა, ISW–ს კვლავაც სჯერა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში ან ნატოს წინააღმდეგ“,– ნათქვამია ანგარიშში.

21 თებერვალს პუტინი ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით წარსდგა. ღონისძიებაზე, რომელზეც არ დაუშვეს საერთაშორისო და დამოუკიდებელი მედია, პუტინმა თავი აარიდა ომში რუსეთის მნიშვნელოვან დანაკარგებზე საუბარს, როგორც ამას მიუთითებენ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები, მაგრამ კვლავ დაადანაშაულა უკრაინა „ნეონაცისტური რეჟიმის“ ხელმძღვანელობაში., განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „არ მოვაგვარებთ დასახულ ამოცანებს“ და ამაში კვლავ დასავლეთი დაადანაშაულა.

გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ შეიძლება, გადაიხედოს და მოსკოვი შეასრულებს ხელშეკრულების დასრულებამდე – 2026 წლამდე დადგენილ შეზღუდვებს.

თეთრმა სახლმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების „აბსურდულობა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არავინ ესხმის თავს და რომ მას თავად შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პუტინის გადაწყვეტილებას "ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლო" უწოდა.

სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებამ (START) სამი „მოდიფიკაცია“ გაიარა თავის ისტორიაში. პირველი იყო შეთანხმება სსრკ-სა და აშშ-ს შორის, შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. START-3 ხელშეკრულების უახლესი ვერსია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც New START, მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის, ითვალისწინებს ბირთვული ქობინების, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების და მძიმე ბომბდამშენების შემცირებას. ორივე მხარის ინსპექტორებს შეეძლოთ ვიზიტი ობიექტებში, სადაც სტრატეგიული ბირთვული იარაღი და აღჭურვილობა ინახება.

2021 წლის 3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის თებერვლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S