Accentnews.ge
რომის პაპი ომის წლისთავს ეხმიანება– "წამებული უკრაინელი ხალხის ტანჯვა გრძელდება"

რომის პაპი ომის წლისთავს ეხმიანება– "წამებული უკრაინელი ხალხის ტანჯვა გრძელდება"

22/02/2023 13:09:48 მსოფლიო

რომის პაპმა ფრანცისკემ კვლავ მოუწოდა რუსეთს და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ და თქვა, რომ ნანგრევებზე მოპოვებული გამარჯვება არასოდეს იქნება ნამდვილი გამარჯვება.

"ერთი წელი გავიდა ამ აბსურდული და სასტიკი ომის დაწყებიდან, რა სამწუხარო წლისთავია. დაღუპულთა, დაჭრილთა, ლტოლვილთა და დევნილთა რაოდენობა, ასევე ნგრევის მასშტაბები, სოციალური და ეკონომიკური ზიანი თავისთავად მეტყველებს ამაზე. ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც გრძელდება. მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: გაკეთდა თუ არა ყველაფერი ომის შესაჩერებლად? მოვუწოდებ ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს, მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა პაპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S