Accentnews.ge
ლუკაშენკო ირანში ვიზიტისთვის ემზადება

ლუკაშენკო ირანში ვიზიტისთვის ემზადება

22/02/2023 13:10:13 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო თეირანში ვიზიტს მარტში გეგმავს,– იუწყება სახელმწიფო სააგენტო BELTA.

ვიზიტის შესახებ ლუკაშენკოსა და ირანის ელჩის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა და ირანში მოლაპარაკებები თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაგვიყვანს, მაგრამ მთავარია, არ დავკარგოთ მომენტი და დრო, რათა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, ირანის ელჩმა აღნიშნა, რომ ბელარუსსა და ირანის ურთიერთობაში „ისტორიული მომენტია“ და რომ ვიზიტის დროს ისინი გეგმავენ, 2023 წელი ირანსა და ბელარუსს შორის მეგობრობის წლად გამოაცხადონ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ამ კვირაში სანქციები დაუწესა 30-ზე მეტ ირანელს. სანქციწების ქვეშაა ბელარუსიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S