Accentnews.ge
ჯონსონი - თუ ჩვენ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, მაშინ საფრთხე უფრო სერიოზული იქნება

ჯონსონი - თუ ჩვენ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, მაშინ საფრთხე უფრო სერიოზული იქნება

22/02/2023 12:26:47 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ მსოფლიო პუტინს უკრაინიდან ვერ გააძევებს, მაშინ საფრთხე უფრო სერიოზული იქნება.

ამასთან, ჯონსონი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

"სამხედრო დახმარება უკრაინელებს ომში გამარჯვებაში დაეხმარება, რაც გადამწყვეტი იქნება დასავლეთის უსაფრთხოებისთვის. თუ ჩვენ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, თუ უკრაინელები წააგებენ, მაშინ საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის, შეერთებული შტატებისთვის უფრო სერიოზული იქნება", - თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონის თქმით, უკრაინას მეტი ტანკი და შორ მანძილზე მოქმედი არტილერია სჭირდება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უნდა გადასცენ, რადგან მისი განცხადებით, თვითმფრინავები უკრაინაში ერთი წლის წინ რომ ყოფილიყო გაგზავნილი, მაშინ უკრაინა გაცილებით უფრო ახლოს იქნებოდა ომის დასრულებასთან.

"თუ ეს მოხდება ადრე თუ გვიან - თუ ეს არჩევანია - მაშინ მოდით, გადავცეთ მათ, რაც სჭირდებათ უფრო ადრე, რადგან ეს ჰუმანურობა და თანაგრძნობაა", - განაცხადა ჯონსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S