Accentnews.ge
რუსეთთან ომის ბედი გაზაფხულის ბოლომდე გადაწყდება - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეთთან ომის ბედი გაზაფხულის ბოლომდე გადაწყდება - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

22/02/2023 10:18:36 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი ბრძოლები უკრაინაში გაზაფხულის შუა პერიოდსა და მიწურულს გაიმართება,– ამის შესახებ Forbes იტყობინება.

მისი თქმით, რუსეთთან ომის ბედი გაზაფხულის ბოლომდე გადაწყდება და ის ამ სიტყვებს უწოდებს არა „პროგნოზს“, არამედ „დასკვნას“.

„მე არ ვარ პროგნოზისტი და არც არასდროს ვყოფილვარ. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს და არა პროგნოზებს, ეს სხვადასხვა რამაა, ”- თქვა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ თუ დავიხმართ ფეხბურთის ანალოგიას დიდი ომის წლისთავზე, ახლა მიმდინარე მატჩის 70-ე წუთია, ხოლო ანგარიში – 1:1.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განმარტა, რა არის განსაკუთრებული რუსეთის ახალ შეტევაში. უწყების ცნობით, რუსული არმიის მთავარი მიზანი დონბასია. „სხვა მიმართულებებიც შეიძლება, მოხვდეს, მაგრამ საუბარია ძალების და რესურსების გაფანტვაზე“.

ხოლო The New York Times ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს მალე და რომ შესაბამის მტკიცებულებებს იღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S