Accentnews.ge
ბაიდენის ადმინისტრაცია თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს

ბაიდენის ადმინისტრაცია თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს

22/02/2023 08:55:48 მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა, რომლებიც მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

153-გვერდიანი წესების პაკეტი ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შემუშავებული ყველაზე მკაცრი რეგულაცია იქნება მიგრაციის კუთხით.

ახალი წესები მიზნად ისახავს, რომ აშშ-ში მიგრაციის მსურველებმა პროცესის ლეგალური გზებით წარმართვა სცადონ და თავი აარიდონ ტეფიკინგსა და იმ პირებთან დაკავშიებას, ვინც უკანონოდ გადაყვანაში მოქალაქეებისგან ფინანასურ სარგებელს იღებს.

ამასთან, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად რჩება გამონაკლისებიც, მათ შორის, მშობლების გარეშე მიგრირებულ ბავშებსა და ძალადობრივი დანაშაულების გარდაუვალი საფრთხის წინაშე მყოფ ადამიანებზე.

ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, ძალაში მაისიდან შევა და ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S