ზელენსკი – ჩინეთის "სამშვიდობო გეგმის“ შესახებ: "უკრაინას უკვე აქვს საკუთარი „მშვიდობის ფორმულა“
22/02/2023 05:56:03 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასგან მოისმინა ჩინეთის წინადადების შესახებ, რომელიც ომის მშვიდობიან მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა მას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია.
"იყო არაფორმალური კომუნიკაცია, დიალოგი ჩინელ კოლეგასთან. მათ ნამდვილად განაცხადეს, რომ აქვთ იდეა, დოკუმენტი ან რეზოლუცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს საკუთარი „მშვიდობის ფორმულა“:
„ჩვენს დოკუმენტს, ჩვენს „მშვიდობის ფორმულას“ უკვე უამრავმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და ჩვენ ველით, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივებს 23 თებერვალსაც, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეხვედრაზე შესაბამის რეზოლუციას უყრიან კენჭს“.


