WSJ: ჩინეთის ლიდერი ემზადება მოსკოვში ჩასასვლელად
21/02/2023 20:42:49 მსოფლიო
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ემზადება მოსკოვში ვიზიტისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უახლოეს თვეებში სესახვედრად, – იტყობინება Wall Street Journal 21 თებერვალს პეკინის გეგმების შესახებ ინფორმაციის მქონე ადამიანებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ლიდერის შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბიძგის ნაწილი და საშუალებას მისცემს პეკინს, გაუმეოროს მოსკოვს თავისი მოწოდებები, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
ჩინეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასევე გამოაცხადა "სამშვიდობო გეგმა", რომელიც ხელს შეუწყობს მის დასრულებას. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი "სამშვიდობო სიტყვით" გამოვა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ჩინელი ოფიციალური პირები არაერთხელ მხარს უჭერენ მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამასთან, ჩინეთი არ შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. დიპლომატიურ დონეზე, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს სანქციების გმობით და გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემისგან თავის შეკავებით, თუ რეზოლუცია ეხება რუსეთს.


