Accentnews.ge
ბაიდენი – რუსებს: "აშშ-ს არ სურს რუსეთის განადგურება"

ბაიდენი – რუსებს: "აშშ-ს არ სურს რუსეთის განადგურება"

21/02/2023 20:32:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთის განადგურება.

„მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს: აშშ-ს არ სურს რუსეთის განადგურება, ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთზე თავდასხმას. რუსეთის მილიონობით მოქალაქეს სურს, მშვიდად იცხოვროს მეზობლებთან. ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ეს არის ტრაგედია. პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია და რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მისი არჩევანია. მას შეუძლია ომის შეჩერება“, - თქვა მან ვარშავაში და დასძინა, „თუ რუსეთის ფედერაცია შეაჩერებს შეტევას და გაიყვანს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარს, ომი დასრულდება. თუ უკრაინა გაჩერდება, ეს იქნება უკრაინის დასასრული. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეუძლია თავის დაცვა“.

20 თებერვალს ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსის აეროდრომიდან რაკეტებით აღჭურვილი მოიერიშე ააფრინა. ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში 22 თებერვალამდე გასტანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S