Accentnews.ge
ბაიდენი: "დიქტატორი ვერ შეძლებს იმპერიის აღდგენას, უკრაინა არასდროს გახდება რუსეთის მსხვერპლი!"

ბაიდენი: "დიქტატორი ვერ შეძლებს იმპერიის აღდგენას, უკრაინა არასდროს გახდება რუსეთის მსხვერპლი!"

21/02/2023 19:28:23 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს გახდება რუსეთის მსხვერპლი.

„დიქტატორი ვერ შეძლებს იმპერიის აღდგენას, ის ვერ შეძლებს, ხალხს შეაყვაროს ეს იმპერია. უკრაინა არასოდეს გახდება რუსეთის მსხვერპლი. თავისუფალი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ ბნელ სამყაროში ცხოვრება, ეს განსაკუთრებული გასული წელია – სასტიკი წელი, როდესაც რუსეთმა ჩაიდინა ამდენი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, - თქვა მან ვარშავაში.მისი თქმით, „უკრაინა ხერსონიდან ხარკოვამდე თავისი მიწის ყოველი მეტრისთვის იბრძვის. უკრაინის დროშა უკვე ფრიალებს ტერიტორიის 50%-ზე, რომელიც რუსეთმა შარშან წაართვა უკრაინას და პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერია“.

„ჩვენი ამოცანაა, შევაჩეროთ რუსული აგრესია და გამოვიდეთ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი შეიძლება, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და „კიდევ ბევრი ტრაგედია იქნება“.

„ჩვენი მოკავშირეები, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერენ უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - დასძინა ბაიდენმა.

20 თებერვალს ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსის აეროდრომიდან რაკეტებით აღჭურვილი მოიერიშე ააფრინა. ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში 22 თებერვალამდე გასტანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S