Accentnews.ge
შავ ზღვაში სატვირთო გემი შუაზე გადატყდა და ჩაიძირა

შავ ზღვაში სატვირთო გემი შუაზე გადატყდა და ჩაიძირა

21/02/2023 18:12:58 მსოფლიო

კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Seamark შავ ზღვაში, კრასნოდარის სანაპიროსთან ჩაიძირა. ბორტზე რუსეთის 11 მოქალაქე იმყოფებოდა, – იუწყება რუსული სახელისუფლებო მედიარესურსი TASS Rosmorrechflot-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსეთის მეზღვაურთა კავშირში დასძინეს, რომ გემიშუაზე გადატყდა და ჩაიძირა.

იუწყებიან, რომ სატვირთო გემზე 3,5 ათასი ტონა მარმარილო იყო, ხოლო შავ ზღვაში ტალღების სიმაღლე კატასტროფის მიდამოში 3 მ-ს აღწევს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროსს ცნობით, ეკიპაჟის წევრები გადაარჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S