ბელარუსში სიკვდილით დასჯა სამხედროებსა და ჩინოსნებზეც გავრცელდება
21/02/2023 13:06:18 მსოფლიო
ბელარუსის წარმომადგენელთა პალატამ მეორე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, სასჯელის ეს ზომა შეიძლება, შეეხოთ ჩინოსნებსა და სამხედროებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ჯარიმის დაწესებას კაცობრიობის უსაფრთხოების, მშვიდობის, საზოგადოებრივი და გადაადგილების უსაფრთხოების, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულებისათვის.
ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი "ტერორიზმის პროპაგანდა", რაც, დეპუტატების აზრით, ტერორიზმის მარეაბილიტირებელი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, კანონპროექტი აწესებს პასუხისმგებლობას ბელარუსული ჯარისა და ძალოვანი უწყებების შესახებ მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებისათვის.
ცნობისთვის: ბელარუსი ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში, რომელშიც სიკვდილით დასჯა ამ დრომდე არ გაუქმებულა. 1990-იანი წლებიდან ეს განაჩენი 400-ზე მეტ შემთხვევაში აღასრულეს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ტერორისტულ საქმიანობაში დადანაშაულება კი ლუკაშენკოს მმართველობისას ჩვეულ პრაქტიკად იქცა.


