
ცაგერში მეწყერში მოყოლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს
21/02/2023 12:42:28 საზოგადოება
ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. კაცი ამ დროს ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ცაგერში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.