
ბლინკენი: "რუსეთის ომი უკრაინაში ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო"
21/02/2023 11:45:22 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში იყო "სტრატეგიული მარცხი ყოველმხრივ".
ათენში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ დაშვება, რუსეთი დაუსჯელად წავიდეს წინ უკრაინაში, გახსნის "პანდორას ყუთს".
"ერთი წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინას თავს დაესხა, ცხადია, რომ მისი ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, ეს მოხდა უკრაინელი ხალხის გამბედაობის გამო, ასევე, მოკავსირეების და პარტნიორების სიძლიერისა და ერთიანობის გამო.
ბლინკენმა შეაქო საბერძნეთის "ძლიერი" და "გამოკვეთილი" მხარდაჭერა უკრაინისა და ნატოსადმი და ხაზი გაუსვა ქვეყნის ძალისხმევას ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებისაში.