Accentnews.ge
იტალიის პრემიერი კიევში ჩავიდა

იტალიის პრემიერი კიევში ჩავიდა

21/02/2023 11:07:57 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინისტრი ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, იგი ბუჩას და ირპენსაც ეწვევა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღის მეორე ნახერვარში, იტალიის პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეს–კონფერენციას გამართავენ.

ამასთან, პრემიერი ორშაბათს პოლონეთში ჩავიდა და პოლონელ კოლეგას, მატეუშ მორავეცკისა და პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა.

იტალიური მედიის ცნობით, კიევში ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გამოუცხადებს უკრაინას მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალი, მე-6 პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს - SAMP/T-ს უკვე გაზაფხულზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S