
რუსეთი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს
21/02/2023 10:46:57 მსოფლიო
"რუსეთი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმებიდან არ გადის, მაგრამ მასში მონაწილეობას აჩერებს", - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა დღეს ფედერაციის საბჭოსადმი მიმართვისას.
მანამდე მან უხვად აფრქვია ბრალდებები "მსოფლიოში აშშ-ის დესტრუქციულ კოლონიალურ პოლიტიკაზე", "აშშ-ის მცდელობაზე, მოარღვიოს პარიტეტი და მსოფლიოში უალტერნატივოდ იბატონოს" და ა.შ.