Accentnews.ge
ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

21/02/2023 08:26:04 საზოგადოება

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში მიმართვა უკვე ჩააბარეს და შეხვედრასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის თანხმობას ელოდებიან.

გედევან ფოფხაძის თქმით, შეხვედრაზე ისინი ისაუბრებენ არგუმენტებზე, თუ რამდენად აზარალებს გვარამიას პატიმრობას ქვეყნის მდგომარეობას საერთაშორისო თვალსაზრისით.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტისათვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაკავებული უკანონო პატიმარი და იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის პერსპექტივას. გვაქვს იმედი, რომ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმენილი"- თქვა ფოფხაძემ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S