Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის კონტროლიდან შესაძლო გასვლის გამო"

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის კონტროლიდან შესაძლო გასვლის გამო"

21/02/2023 06:53:08 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინ განგის განცხადებით, "პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის კონტროლიდან შესაძლო გასვლის გამო".

ამის შესახებ მან პეკინში ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია კონფლიქტის მუდმივი ესკალაციისა და სიტუაციის კონტროლიდან შესაძლო გასვლის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკა: „დღეს უკრაინაა, ხვალ ტაივანი იქნება“, – განაცხადა ჩინ განგმა.

აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ–მა პეკინი გააფრთხილა, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება "წითელი ხაზი" იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S