გერმანია თანამოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ
21/02/2023 06:43:36 მსოფლიო
გერმანია თანამოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს.
გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულოს საშუალებით დაცვას,“ - აცხადებს საგარეო უწყება.


