
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
21/02/2023 06:03:24 რეგიონები, რეკლამა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით დაკეტილია. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
მისი ცნობით, ნაკრას მიდამოებში რამდენიმე მანქანაა გაჩერებული, რადგან თოვლის გამო ვერ ახერხებენ გზის გაგრძელებას.
ადგილზე გაგზავნილია სპეცტექნიკა.