Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 3 ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 3 ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან

21/02/2023 06:10:41 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებზე განახორციელეს 6 სარაკეტო და 28 საავიაციო დარტყმა. ასევე, 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და მაღაზიები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო იერიშიც მიიტანა დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებულ პუნქტზე. რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების 2 პოზიცია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S