Accentnews.ge
თურქეთში დღეს მომხდარი 6,4 და 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შემდეგ ხალხი პანიკაშია (ვიდეო)

თურქეთში დღეს მომხდარი 6,4 და 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შემდეგ ხალხი პანიკაშია (ვიდეო)

20/02/2023 19:03:05 მსოფლიო

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში დღეს ადგილობრივი დროით 20:04 სთ–ზე 6,4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მას მალევე მოჰყვა 5,8 მაგნიტუდის მეორე მიწისძვრა.

თურქული მედია ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ხალხი ქუჩაშია გამოსული და პანიკაშია.

დღეს მომხდარი მიწისძვრები ასევე იგრძნობოდა სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, ერაყში, პალესტინასა და იორდანიაში.

ცნობისთვის: თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მას მალევე მოჰყვა მეორე ძლიერი მიწისძვრა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 000–ზე მეტი, ხოლო სირიაში 5000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

/მთავარი ფოტო – Reuters.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S