Accentnews.ge
ორკვირიანი შუალედის შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ორკვირიანი შუალედის შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

20/02/2023 17:25:19 მსოფლიო

ორკვირიანი შუალედის შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

თურქული მედია იუწყeბა, რომ თურქეთის ჰატაის პროვინციაში, სირიის საზღვართან ახლოს 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ის ასევე იგრძნობოდა სირიის ზოგიერთ რაიონში.

თვითმხილველების ცნობით, ორი კვირის წინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული რამდენიმე შენობა განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის: თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. მას მალევე მოჰყვა მეორე ძლიერი მიწისძვრა. ამ დროისთის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 000–ზე მეტი, ხოლო სირიაში 5000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S