ზელენსკი: "თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება"
20/02/2023 13:54:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერას გადაწყვეტს, მსოფლიო ომი მოხდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ამ ომში რუსეთის ფედერაციას მხარს არ უჭერდეს. ფაქტობრივად, ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. თუმცა, ამ დროისთვის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ Die Welt-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია, პრაგმატული შეფასება გააკეთოს იმის შესახებ, რაც ხდება.
"თუ ჩინეთი რუსეთის მოკავშირე გახდება, მსოფლიო ომი იქნება და ვფიქრობ, რომ ჩინეთმა ეს იცის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჩინეთი თვლის, რომ "აშშ-ს არ აქვს უფლება, წაიკითხოს ლექციები" რუსული იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.


