ჯო ბაიდენმა უკრაინა დატოვა
20/02/2023 12:42:23 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.
ბაიდენი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევის ცენტრს ეწვია.
უკრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“,- წერს ბაიდენი.
აშშ-ის ლიდერმა უკრაინის დედაქალაქში ხუთ საათზე მეტი გაატარა, იგი მარიინსკის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. ბაიდენმა, ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. მან უკრანას აშშ–ის "ურყევი მხარდაჭერა" კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


