Accentnews.ge
ზელენსკი:  "რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება"

ზელენსკი: "რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება"

20/02/2023 12:05:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უკრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება.

"ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა აშშ–ს მადლობა უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S