Accentnews.ge
ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა: "პუტინის გათვლა აბსოლუტურად არასწორი აღმოჩნდა"

ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა: "პუტინის გათვლა აბსოლუტურად არასწორი აღმოჩნდა"

20/02/2023 10:42:39 მსოფლიო

კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩასულმა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

"მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ გამოაცხადებს დამატებით სანქციებს ელიტებისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში დაეხმარონ".

ბაიდენმა თქვა, რომ ეწვია კიევს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების "ურყევი" მხარდაჭერა უკრაინისადმი.

„როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი – დაყოფილი. თუმცა მისი გათვლა აბსოლუტურად არასწორი აღმოჩნდა", – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, მან უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თაობაზე განაცხადა.

მან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პაკეტში შედის მეტი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები.

"ომიდან ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S