კიევში ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
20/02/2023 10:02:12 მსოფლიო
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – იუწყება დასავლური მედია.
ცოტა ხნის წინ კიევს მოულოდნელი ვიზიტით აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია.
The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში პოლონეთის საზღვრიდან მატარებლით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა. იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დედაქალაქში, წმინდა მიქაელის მონასტერს სტუმრობდა, როდესაც ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა.
ეს ბაიდენის პირველი ვიზიტია კიევში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ჯო ბაიდენი უკრაინის მეზობელ პოლონეთში ვიზიტს და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავდა.


