
ალასანია სააკაშვილის შესახებ: "კიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით"
20/02/2023 08:18:45 პოლიტიკა, საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს. ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"[მდგომარეობა] მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დღეს აუწონიათ. დინამიკა ასეთია. [..] რა ვიცი რა გითხრათ, კარგს ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილის წონაში კლებაზე საუბრობენ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებიც. ისინი კლინიკა "ვივამედში" გუშინ 19 თებერვალს იმყოფებოდნენ. ექიმებს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია.