Accentnews.ge
ISW – ლუგანსკის ოლქში შეტევის ინტენსივობის გასაზრდელად რუსეთს საკმარისი რეზერვი არ აქვს

ISW – ლუგანსკის ოლქში შეტევის ინტენსივობის გასაზრდელად რუსეთს საკმარისი რეზერვი არ აქვს

20/02/2023 06:41:21 მსოფლიო

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ, არ აქვს საკმარისი რეზერვები იმისთვის, რომ ამ ზამთარს ლუგანსკის ოლქში შეტევის მასშტაბები მკვეთრად გაზარდოს. ISW-ის ცნობით, ამ ეტაპზე რუსული შეტევები ძირითადად სწორედ ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე კრიტიკული სატანკო ქვედანაყოფის არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ ძალისხმევას აღჭურვილობის, განსაკუთრებით ტანკების, შესაცვლელად, რომელიც დაიკარგა წინა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების დროს.

ISW-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთს კვლავ აქვს რეზერვში რამდენიმე მექანიზებული დანაყოფები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდული რეზერვი მკვეთრად შეცვლის შეტევების კურსს ლუგანსკის ოლქში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეტევებს გააგრძელებს და შესაძლოა, დროებით მოიპოვოს კიდეც იმპულსი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S