სუნაკი: "დროა, გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ"
18/02/2023 13:02:47 მსოფლიო
"დროა, გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა ცვლის სიტუაციას, მაგრამ ყოველდღიურად რუსული ძალები უფრო მეტ ტკივილს და ტანჯვას იწვევენ".
"შექმნილი ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია, რათა უკრაინამ მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებად და პოლიტიკური სტრატეგია მშვიდობის მოსაპოვებლად. ახლა დროა, გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა. როდესაც პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან ფსონი დადო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყიფე იქნებოდა, გატეხდა ჩვენს ერთიანობას, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იგი ცდებოდა მაშინ და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ იგი ახლაც ცდება“, – განაცხადა სუნაკმა.


