Accentnews.ge
მაკრონი: "როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევები შეიძლება, გადალახოს ნეოკოლონიურმა რუსეთმა?"

მაკრონი: "როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევები შეიძლება, გადალახოს ნეოკოლონიურმა რუსეთმა?"

18/02/2023 12:53:22 მსოფლიო

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთს მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა.

„როგორ დავიჯეროთ, რომ კავკასიის გამოწვევები შეიძლება, გადალახოს ნეოკოლონიურმა რუსეთმა, რომელზეც ახლახან ვისაუბრე?“, - თქვა მაკრონმა, რომელმაც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, საფრანგეთი „გააგრძელებს სომხეთის გვერდით დგომას და მოქმედებას“.

მოგვიანებით, მიუნხენში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S