
ბათუმში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
17/02/2023 10:07:55 საზოგადოება
ბათუმში მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
ახალშობილი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.