Accentnews.ge
ტყვიამფრქვევი პიკაპზე: ჩეხეთი აწარმოებს მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინაში დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად

ტყვიამფრქვევი პიკაპზე: ჩეხეთი აწარმოებს მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინაში დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად

17/02/2023 09:40:09 ევროპა

ჩეხეთი აწარმოებს საჰაერო თავდაცვის მობილურ სისტემებს უკრაინაში კამიკაძე–დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად,– იუწყება Ceske Noviny.

თავდაცვის სფეროში ჩეხეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის სააგენტოს (AMOS) დირექტორმა ალეს ვიტეჩკამ განაცხადა, რომ ამ პროექტს ნიდერლანდები დააფინანსებს. დაგეგმილია Toyota-ს ასი მოდიფიცირებული, ყველგანმავალი მანქანის წარმოება, რომელიც აღჭურვილია წყვილი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევით და რომელსაც შეუძლია, დაუპირისპირდეს დრონებს. მათთვის საბრძოლო მასალას ასევე ჩეხური კომპანიები შექმნიან.

ვიტეჩკას თქმით, მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემების პროექტი პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას მაღალტექნოლოგიური საზენიტო სისტემებით ამარაგებენ, მათი გამოყენება „შაჰედის“იაფფასიანი დრონების წინააღმდეგ ძალიან ძვირი ჯდება. ეს პრობლემა უნდა გადაჭრას მობილური ტყვიამფრქვევის საზენიტო სისტემამ.

Toyota–ს პიკაპი აღიჭურვება 14,5 მმ–იანი კალიბრის სწრაფმსროლელი წყვილი ტყვიამფრქვევით, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას საჰაერო ან, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად. მათ შეუძლიათ, დარტყმა მიაყენონ საშუალო და დიდ დრონებს, ასევე თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, რომლებიც მოქმედებენ დაბალ სიმაღლეზე. ასეთი სისტემების ეფექტური დიაპაზონი ორ კილომეტრამდეა.

უკრაინის ხელისუფლებისა და რიგი უცხოური სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ირანი რუსეთს რეგულარულად ამარაგებს „კამიკაძე“ დრონებით, რომლებიც შემდეგ გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის. ირანი აღიარებს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ისინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაგზავნა.

გარდა ამისა, რუსეთმა, სავარაუდოდ, ირანიდან მიიღო შორი მანძილის დრონების პარტია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა. გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ მიწოდება შეთანხმდა ნოემბერში - თეირანში რუსული დელეგაციის ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ჟურნალისტების ცნობით, მოსკოვმა მიიღო, სულ მცირე, 18 ახალი დრონი, მათ შორის – ექვსი Mohajer-6. მათი ფრენის დიაპაზონმა შეიძლება, 200 კილომეტრს მიაღწიოს, ხოლო თითოეული ფრთის ქვეშ ორი რაკეტაა განთავსებული.

Guardian-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სურვილი, მიიღოს უფრო მძლავრი დრონები, პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ეფექტური გამკლავება „კამიკაძე“ დრონების შეტევებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S