
დიდთოვლობის გამო იმერეთის რეგიონში ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
17/02/2023 08:51:15 რეგიონები
იმერეთში თოვლმა პრობლემები შექმნა. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლემ ორ მეტრს მიაღწია. თოვლის გამო იმერეთის რეგიონში 20 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გზებზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები 114 ლოკაციაზე მიმდინარეობს.