Accentnews.ge
ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

17/02/2023 08:08:25 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია.

ამასთან, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ30-კმ186(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186(მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტიწამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S